დევნილთა განსახლების ობიექტებში ინფრასტრუქტურული საჭიროებების მოგვარების მიზნით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან 1 500 000 ლარი გამოიყო


  • აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, გიორგი ჯინჭარაძის გადაწყვეტილებით, კომპაქტურ ჩასახლებებში ინფრასტრუქტურული საჭიროებების მოგვარების მიზნით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან 1 500 000 ლარი გამოიყო.

პროექტის ფარგლებში დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში ძირითადად სახურავების გადახურვის, ფასადების რეაბილიტაციის, კომუნიკაციების მოწესრიგების და საერთო სარგებლობის სივრცეების კეთილმოწყობის სამუშაოები განხორციელდება.

მიღებული გადაწყვეტილებების შედეგად ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყება და 2026 წელსაც მოიცავს. საერთო ჯამში, პროექტის ღირებულება ოთხ მილიონ ლარს მიაღწევს.

დევნილთა განსახლების ადგილებში არსებული საჭიროებების იდენტიფიცირება მიმდინარე წელს უშუალოდ გიორგი ჯინჭარაძისა და აფხაზეთის მთავრობის წევრების მიერ მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაციის საფუძველზე განხორციელდა.

ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 30 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!