გავრცელებული ინფორმაციით, დევნილთა სამინისტროს სამმართველოს აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ნარსიამ თანამდებობა დატოვა. დავით ნარსია: „განცხადება არ დამიწერია წასვლის თაობაზე. მე მოვალეობის შემსრულებელი ვიყავი და დღეს უფლებამოსილება შემიწყდა. ისევ ძველ თანამდებობას დავუბრუნდი სამინისტროში. როგორც ჩემთვის ცნობილია, დევნილთა სამმართველოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს- მანუჩარ ჩილაჩავა“. მანუჩარ ჩილაჩავა აღნიშნულ ინფორმაციას მისი დანიშვნის შესახებ ადასტურებს. ადრე მანუჩარ ჩილაჩავა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ზუგდიდის ოფისში მუშაობდა.