ლაღიძის ქუჩაზე ჩასახლებულმა დევნილებმა გააპროტესტეს, რომ მათ უკვე სამი დღეა არ მიეწოდებათ სასმელი წყლი. მათ შორი მანძილიდან უწევთ წყლის მოტანა, რაც დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული. დევნილების თქმით, წყალსაქაჩი მწყობრიდან გამოვიდა.
იძულებით გადადგილებულ პირებს წყალი დღეს მერიამ სპეციალური მანქანით მიუტანა, რომელიც საკმარისი არ აღმოჩნდა.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=85QtPsLcRNg[/embedyt]
დევნილი ინეზა ფარულავა შესაბამისს რეაგირებას ითხოვს ხელისუფლებისგან.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=qnrlyzkyJoY[/embedyt]
დევნილთა აქციაზე იმყოფებოდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ წევრი ანა წითლიძე, რომელსაც თავისი პოზიცია აქვს მიმდინარე მოვლენებზე.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=22BhPayJHHA[/embedyt]
აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა აჭარისა და სამეგრელო -ზემო სვანეთის დევნილთა სამმართველოს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელმა მანუჩარ ჩილაჩავამ.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=n0Ufd9LN9uA[/embedyt]