ზუგდიდის ყოფილ რაიონულ საავადმყოფოში, სადაც 46 იძულებით გადაადგილებული პირი ცხოვრობს, ამ დილით მეორე და მესამე სართულებს შორის იატაკი ისევ ჩაინგრა. იძულებით გადაადგილებული პირები ხელისუფლებას და დევნილთა სამმართველოს ხელმძღვანელს მანუჩარ ჩილაჩავას უყურადღებობაში და გულგრილობაში ადანაშაულებენ.
დევნილები აცხადებენ, თუ მათი ამბებით არ დაინტერესდებიან შესაბამისი უწყებები, შიმშილობას დაიწყებენ. „ჩილაჩავა ამბობს, თითქოს, ჩვენ ვუქმნით ბავშვებს საფრთხეს და გამიზნულად ჩავანგრიეთ იატაკი. ეს გამორიცხულია, თვითონ იტყუებიან. ჩვენ, ჩვენი თავის მტერი კი არ ვართ ასეთი რაღაცა, რომ გავაკეთოთ. ტელეფონზე ვურეკავთ, მაგრამ არ გვპასუხობს, კეთილი ინებოს და ტელეფონზე მაინც გვიპასუხოს“- გვითხრა დევნილმა დალი სართანიამ“.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=90zaESlhh58[/embedyt]
აჭარისა და სამეგრელო ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს უფროსის მანუჩარ ჩილაჩავა, ამ ეტაპზე, არც ჩვენს სატელეფონო ზარებს პასუხობს.