- მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ 496 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ბინები გადაეცემათ ან დაუკანონდებათ.
“დღეს, 496 ოჯახს, ჩვენს დევნილებს, ჯანაცვის სამინისტრო გადასცემს ახალ ფართს, ახალ ბინას ან დაუკანონებს უკვე არსებულს. ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია და გაგრძელება დევნილებისთვის ზრუნვის მიმართულებით. წლის ბოლომდე, მსგავსი დადგენილებები ჩვენ კიდევ, რამოდენიმე გვექნება, რომელიც შეეხება დაახლოებით 500 დევნილს მთელი ქვეყნის რეგიონების მასშტაბით”,- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.