- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მუსიკალურ-თეატრალურმა სტუდიამ ‘’რიბირაბო’’ კონცერტი სახელწოდებით: “დედაშვილობა” ჩაატარა.
სცენაზე სტუდიის აღსაზრდელებმა, დედებთან ერთად, განსხვავებული რეპერტუარი წარადგინეს.
სტუდია ‘’რიბირაბო’’ პროექტს „დედაშვილობა“ უკვე მე-8 წელია ახორციელებს.