- დღეს, 14 აპრილს, დედაენის დღესთან დაკავშირებით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის აღსაზრდელებთან ერთად, იაკობ გოგებაშვილის ბიუსტი გვირგვინით შეამკეს.
ინფორმაციისთვის: 1978 წლის ამ დღეს, კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში მანიფესტაციები დაიწყო. საბჭოთა ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. თუმცა მოქალაქეების საპროტესტო გამოსვლების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.
1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად, 14 აპრილი საქართველოში დედაენის დღედ 1990 წელს დაწესდა.
ფოტო: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია