- მანათობელი წარწერა “მე მიყვარს ზუგდიდი”, უკვე ჩვენი ქალაქის განუყოფელი ნაწილი გახდა, თითქმის ქალაქის სიმბოლო.
ხშირად ნახავთ მის ფონზე როგორ იღებენ ფოტოს ზუგდიდელები და ზუგდიდის სტუმრები, ახალგაზრდები, თუ ასაკში მყოფი ადამიანები. სამწუხაროდ, ამ ბოლო დროს, წარწერა უკვე მეორეჯერ დაზიანდა. იქნებ პოზირების დროს, შემთხვევით, იქნებ, შეგნებულადაც.
თუ შეგნებულად, სულაც არ იქნება სისასტიკე მისი დამზიანებლი დაჯარიმდეს ისე, როგორც სახელმწიფო სიმბოლიკების შეურაცხმყოფელი შეიძლება დაჯარიმდეს.
დაზიანებული კი, მყისიერად უნდა შევაკეთოთ, რადგან ეს არის წარწერა, რომელიც უკვე ზუგდიდის ნაწილი და სიმბოლოა, და იქნება მანამ, სანამ ის იქ არის.
ღორებს რა დალევს. უნდა დაისაჯოს