- 22 მარტი წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ ,,კეთილმოწყობის მართვის ცენტრის“ და ა(ა)იპ „ზუგდდასუფთავების“ წარმომადგენლებმა დასუფთავების აქცია მოაწყვეს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მდინარე ჩხოუშის კალაპოტი და მიმდებარე ტერიტორია
საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაიწმინდა.
დასუფთავების პროცესს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია გაეცნო.
წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე 1993 წლიდან აღინიშნება და მის ფარგლებში, ყოველწლიურად მრავალი გარემოსდაცვითი აქტივობები და ღონისძიებები ტარდება.