დასავლეთ საქართველოში 14 აპრილს გამოიდარებს


  • 14 აპრილის დილამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება გრილი და ნალექიანი ამინდი. 14 აპრილს დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს და 16 აპრილამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა 13 აპრილს დასავლეთ საქართველოში +7, +12, აღმოსავლეთ საქართველოში კი +12, +17 გრადუსი იქნება.

ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში 14-16 აპრილს ზოგან იწვიმებს, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +17, +22 გრადუსამდე მოიმატებს.

თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა და ელჭექი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა 13 აპრილს +14, +16, ხოლო 14-16 აპრილს +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

ten − 5 =

Akismet ანტისპამი