ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირობიანი ელექტრონული აუქციონის წესით, სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით პარკირების მოსაწყობად ათი წლის ვადით გადაცემას ქალაქ ზუგდიდის მერიისთვის.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კითხვის ნიშნებს ხედავს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ანა წითლიძე. მისი თქმით, უნდა შექმნილიყო შპს. პარკირების საკითხში ჩართულები არიან ადგილობრივი თვითმმართველობის მაღალჩინოსნები, რომლებსაც თავიანთი პირადი ინტერესები აქვთ. წითლიძის განმარტებით, ამ პროცესში ჩართულნი არიან მხარის გუბერნატორი ლევან შონია და ვიცე მერი გია გულორდავა. ოპოზიციონერი დეპუტატის განმარტებით, მხარის გუბერნატორი და ვიცე მერი პირდაპირ ცდილობენ თავიანთი ბიზნესინტერესები ბოლომდე გაითვალიწინონ. საკითხის განხილვისას, ერთმანეთს დაუპირისპირდნენ საკრებულოს თავმჯდომარე, ოპოზიციონერი დეპუტატები და მოქალაქე ავთანდილ ცხადაია, რომელიც ადრე პარკირების საკითხზე მუშაობდა.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=8XdQXHtjKJQ[/embedyt]
სხდომის დამთავრების შემდეგ, წითლიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ „საკრებულოს იძულებით მიაღებინეს ეს გადაწყვეტილება, რომ პარკირების წესი შეეცვალათ და კონკრეტულად იმ კომპანიას, რომელსაც თვითონ უნდათ, რომ ეს პარკირება ქალაქში მოაგვაროს, მას მიაღებინებენ მონაწილეობას ელექტრონულ აუქციონში“. წითლიძე ამბობს, რომ გუბერნატორის და მერის სახელს უკავშირდება რკინიგზის სადგურის პრობლემა. მისი თქმით, გუბერნატორთან და ვიცე მერთან ერთად ჩართულნი არიან კანონიერი ქურდები, რომლებიც ზეწოლას ახდენენ მძღოლებზე.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=QcIC375FWGw[/embedyt]
წითლიძის ბრალდებებს უარყოფენ სამეგრელო- ზემო სვანეთის გუბერნიაში და ქალაქის მერიაში.
გუბერნატორის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა პაატა ლაგვილავამ „ზუგდიდელებს“ უთხრა, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და სიცრუეა. ვიცე მერმა გია გულორდავამ აღნიშნა, „როგორ შეიძლება აუქციონზე რამე ზემოქმედება მოვახდინო, არ მესმის რა პირად ინტერესებზეა საუბარი.“
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის საკითხთ”ა კომისიის თავმჯდომარემ თენგიზ ქოჩუამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მერია აღნიშნულ საკითხზე დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=23tJJBMf8LM[/embedyt]
აღნიშნულ საკითხზე ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია საკრებულოს თავმჯდომარეს ნატალია შეროზიას.