დღეს, “ევრაზიული კავშირის” წევრებმა ზუგდიდში “ნატო”-ს წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა ზვიად გამსახურდიას ძეგლთან პლაკატები გაშალეს წარწერით – “არა ნატოს”, “არა ომს”. აქციის მიმდინარეობისას “ევრაზიული კავშირის” წევრებთან “თავისუფალი ზონის” ზუგდიდის ორგანიზაციის წევრები მივიდნენ.მათ პლაკატები წაართვეს აქციის მონაწილეებს. აღნიშნულ ინციდენტსმათ შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ადგილზე მობილიზებული იყო ადგილობრივი პოლიციისა და საპატრულო პოლიციის ქვედანაყოფები, რომლებმაც დააკავეს ,,თავისუფალი ზონის” წევრები. მოგვიანებით, სასამართლომ მათ 100-100 ლარიანი ჯარიმა დააკისრეს.
“ევრაზიული კავშირის” წევრები აცხადებენ, რომ ეს იყო “თავისუფალი ზონის” მიერ წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია. მათი განცხადებით, დღეს ისინი გამოვიდნენ, რომ გაეპროტესტებინათ და გამოეთქვათ საკუთარი პოზიცია “ნატოს” შესახებ.