- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დავითიანში ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოთხივე ოჯახს დახმარება გაეწევა.
“ზუგდიდის მერია დაზარალებულ ოჯახებს ერთჯერად ფინანსურ დახმარებას გაუწევს, ხოლო დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ოჯახებს ქირით უზრუნველყოფს”.
ინფორმაციისთვის, ამ დილით, სოფელ დავითიანში დაიწვა ყოფილი საბავშვო ბაღის ხის სახლი, სადაც ცხოვრობდა 4 დევნილი ოჯახი.