- 21 ნოემბერს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია მიქაელ მთავარანგელოზის და სხვათა უხორცოთა ძალთა კრებას აღნიშნავს.
ამ დღესთან დაკავშირებით, სოფელ დავითიანის (თარგამულის) მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღავლინა მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესოებამ ზუგდიდისა და ცაიშის, გერმანიისა და ავსტრიის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად.
წირვის დასრულების შემდეგ, გაიმართა ტრაპეზი.
მიქაელ მთავარანგელოზის დღესასწაული 21 ნოემბერს აღინიშნება, რადგან ნოემბერი მარტიდან მეცხრე თვეა, რომლიდანაც უწინ წელიწადის ათვლა იწყებოდა, ხოლო ცხრა – ანგელოზთა ცხრა დასს შეესაბამება.