- ზუგდიდელი სპორტსმენი, დავით ქირია, 7 დეკემბერს, თბილისის სპორტის სასახლეში, IFC -ის და MAX FIGHT-ის ერთობლივი ღონისძიებაზე იასპარეზებს.
დავით ქირია Striking MMA-ში ჩემპიონის ქამრისთვის პორტუგალიელ ლუკას კარლოს და სილვას დაუპირისპირდება.
სპორტსმენი, 15 წლიანი პაუზის შემდეგ, ქართულ რინგზე ისევ აგრძელებს ბრძოლას.
ივენთი თბილისის სპორტის სასახლეში 19:00 საათზე დაიწყება.