- საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
“რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესია აბსოლუტურად მიუღებელია. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით და მოვუწოდებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, მკაცრი პასუხი გასცენ რუსეთის მხრიდან საერთაშორისო სამართლის დარღვევას და უზრუნველყონ სიტუაციის დეესკალაცია,” – წერს ზალკალიანი Twitter-ის პირად გვერდზე.