- მსოფლიო დასუფთავების აქციას წელსაც შეუერთდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტი და 15 სექტემბერს მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე ჩატარდა დასუფთავების აქცია “დავასუფთაოთ მსოფლიო” – “დავასუფთაოთ საქართველო”.
“ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” ინფორმაციით, აქციაში ჩაერთო, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ააიპ “ზუგდიდდასუფთავების ცენტრი” -ს მთელი კოლექტივი.
დასუფთავდა ქალაქის 5 და სასოფლო ტერიტორიული ერთეულების 11 ლოკაცია. მყარი ნარჩენებისაგან გაიწმინდა: ქალაქის რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიები (ქუჯისა და მესხიას ქუჩები), დადიანების სასახლის ბაღი და მისი მიმდებარე ტერიტორია, სანქ-პეტერბურგის ქუჩა და მიმდებარე ტერიტორია, ვეტერანთა ხეივანი ჭავჭავაძის ქუჩაზე, ზუგდიდის მერიის ეზო, იძულებით გადაადგილებულ პირთა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარე ტერიტორია. მოსახლეობის მიერ დასუფთავდა : ეზოები, ქუჩები და ტროტუარები.
დასუფთავების აქციაში მონაწილეობდნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და ააიპ “ზუგდიდდასუფთავების ცენტრი” – ს მუშა-მოსამსახურეები, სხვადასხვა საჯარო და კომერციული ობიექტების თანამშრომლები.
დასუფთავების აქცია გაგრძელდება 16 და 17 სექტემბერსაც.