- “დავასუფთაოთ მსოფლიო” კამპანიის ფარგლებში, 15- დან 20 სექტემბრის ჩათვლით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე ჩატარდება დასუფთავების ღონისძიებები.
“ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” ინფორმაციით, სასურველია ამ დღეს, სხვადასხვა ორგანიზაციების, დაწესებულებების წარმომადგენლებმა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ააიპ “ზუგდიდდასუფთავების ცენტრი”-ს მუშა-მოსამსახურეებთან ერთად, ქალაქისა და სოფლის მაცხოვრებლებმა, სკოლის მოსწავლეებმა, სტუდენტებმა წვლილი შევიტანოს მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების, საჯარო სკოლების, საბავშვო ბაღების, ორგანიზაციების, დაწესებულებების შიდა და მიმდებარე ტერიტორიების ტრასების, ქუჩების, სკვერების, ბაღების, მოედნების, წყალსაწრეტი არხების დასუფთავების საქმეში.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ააიპ “ზუგდიდდასუფთავების ცენტრი”- ს მიერ, უზრუნველყოვილი იქნება აქციის ფარგლებში შეგროვებული ნარჩენების გაზიდვა.
საჭიროების შემთხვევაში დარეკეთ შემდეგ ნომრებზე: 595 22 25 31; 555 41 49 99; 577 96 04 06;