- დადიანების სასახლეში გამართული მეჯლისების შესახებ მომზადებულმა სატელევიზიო ფილმმა მიუნხენის “NEW WAVE SHORT FILM FESTIVAL” ორ საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმარჯვა.
მიუნხენის “NEW WAVE SHORT FILM FESTIVAL” გახლავთ კინოფესტივალი, რომელიც დაფუძნებულია გერმანიაში და სამი წელია დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიო კინოინდუსტრიაში.
“ჩვენ ვცდილობთ, ჩვენი როლი ვითამაშოთ ახალი ტალღის ფორმირებაში და ფართო საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, ისეთი ფილმების შესახებ, რომლებიც განსაკუთრებული გზავნილის მატარებელები არიან.”-აღნიშნულია ფესტივალის ვებგვერდზე.
კონოფესტივალის მიზანია მხარი დაუჭიროს შედარებით დაბალბიუჯეტიან ფილმებს , რომლებიც გადმოსცემენ უნიკალურ ისტორიებს.