დადიანების სასახლეში ახალი საგანმანათლებლო პროგრამა იწყება


  • ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი სკოლის ასაკის მოსწავლეებს ახალ საგანმანათლებლო და შემეცნებით პროგრამას სთავაზობს, სახელწოდებით – “ევროპული არქიტექტურის სტილები და დადიანების სასახლე”.

პროგრამის მიზანია მოსწავლეთა დაახლოება მუზეუმთან, ასევე მათი შემოქმედებითი და სოციალური უნარების განვითარება. პროექტი განკუთვნილია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების VII-X კლასის მოსწავლეებისათვის.

პროგრამის ძირითადი კომპონენტები:

  • საექსკურსიო ნაწილი: გიდის თანხლებით მუზეუმის დათვალიერება და დადიანების უნიკალური კოლექციის გაცნობა.
  • თემატური ლექცია: ინფორმაცია ევროპული არქიტექტურის სტილებზე, მათ დამახასიათებელ ნიშნებსა და კავშირზე დადიანების სასახლესთან.
  • პრაქტიკული აქტივობა: მონაწილეების მიერ სასახლის დახატვა მათთვის სასურველ ევროპულ სტილში.

სამუშაო განრიგი და პირობები:

  • დრო: სამშაბათიდან კვირის ჩათვლით, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე.
  • ხანგრძლივობა: 60 – 90 წუთი.
  • ჯგუფის რაოდენობა: 15 – 30 მოსწავლე.
  • პროგრამის ღირებულება: 7 ლარი.

    პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოა წინასწარი რეგისტრაცია.

    მისამართი: ზუგდიდი, ზვიად გამსახურდიას გამზირი N1

    ტელეფონი: 595 28 76 76


    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

    four + six =

    Akismet ანტისპამი