- 14 ნოემბერს საქართველოს სასახლე მუზეუმების გაერთიანების – დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულმა მუზეუმმა „International Travel Awards 2026“-ის ჯილდო მიიღო ნომინაციაში „წლის საუკეთესო ისტორიულ-კულტურული მუზეუმი საქართველოში“ (Best Historical and Cultural Museum In Georgia).
დაჯილდოების საზეიმო ცერემონია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ქალაქ დუბაიში გაიმართა.
“International Travel Awards”-ი მსოფლიოში ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის მიმართულებით ერთ-ერთ ავტორიტეტულ პროგრამას წარმოადგენს. აღნიშნული საერთაშორისო აღიარება ქართული კულტურული მემკვიდრეობისა და სამუზეუმო სფეროს მნიშვნელოვანი წარმატებაა, რაც დადიანების სასახლის ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობის საერთაშორისო მასშტაბით წარმოჩენას ემსახურება.
