- დადიანების მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამაზე რეგისტრაცია განახლდა.
“სააღდგომო ტრადიციები დადიანების სასახლიდან“ – უნიკალური შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის.
მუზეუმის ექსკურსია – დადიანების უნიკალური კოლექციის გაცნობა.
სალექციო ნაწილი – აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის ტრადიციები.
პრაქტიკული სამუშაო – ბავშვები საკუთარი ფანტაზიით მოხატავენ სააღდგომო კვერცხებს
მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია.
პროგრამები განკუთვნილია სკოლის ასაკის მოსწავლეთათვის. (1 კლასიდან მე-5 კლასის ჩათვლით).
ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა: 15-30 ბავშვი.
პროგრამის ხანგრძლივობა: 60-90 წუთი.
პროგრამის ღირებულება: 7 ლარი.
დრო: 10:00 საათიდან 17:00 საათამდე.



