დადიანების მუზეუმი უკრაინის დროშის ფერებში განათდა


  • დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი უკრაინის დროშის ფერებში განათდა.

ინიციატივის ავტორი მომღერალი ბუბა სორდია და მისი მეგობრები არიან. აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ედურად ფარცვანიამ აღნიშნა, რომ სოლიდარობა გამოუცხადეს უკრაინელ ხალხს და უარი უთხრეს ომს. “ზუგდიდის მოსახლეობა გაერთიანდა, იმისთვის, რომ ჩვენი წვლილი შეგვეტანა მშვიდობისადმი მოწოდების საქმეში. დადიანების მუზუმის უკრაინის დროშის ფერებში განათება არის სოლიდარობა, რომელიც გამოვუცხადეთ უკრაინელ ხალხს და კიდევ ერთხელ ვუთხარით ომს არა”.

რუსეთი უკრაინას თავს 24 თებერვალს, გამთენიისას დაესხა. მას შემდეგ, მთელ რიგ ქალაქებზე სამხედრო ინტერვენცია მიმდინარეობს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!