“დადიანების ევროპული ბაღი და ეკოლოგია”


  • დადიანების მუზეუმში საგანმანათლებლო პროგრამა “დადიანების ევროპული ბაღი და ეკოლოგია” გრძელდება.

პროგრამის ფარგლებში, დღეს, მუზეუმში იმყოფებოდა პირველი საჯარო სკოლა. მოსწავლეებმა გიდის თანხლებით დაათვალიერეს დედოფლისეული სასახლე. სალექციო ფორმატში, მოისმინეს დადიანების ბოტანიკური ბაღის შექმნის ისტორია.

გაიმართა დისკუსია ეკოლოგიურ და გარემოს დაცვით პრობლემებზე, ნარჩენების მართვასა და პრობლემების გადაჭრის გზებზე.

პრაქტიკული ნაწილი მოიცავდა გუნდურ მუშაობას. მონაწილეებმა წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაციები.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

20 + thirteen =

Akismet ანტისპამი