გუკა ბაძაღუას მხარდასაჭერი აქცია გაიმართა


დღეს, ზუგდიდის სასამართლოსთან გაიმართა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტის, გუკა ბაძაღუას მხარდასაჭერი აქცია. აქციის მონაწილეთა თქმით, გუკა უდანაშაულოა და მოითხოვეს მისი გათავისუფლება წინასწარი პატიმრობიდან.

აქციის მონაწილეებს ხელთ ეჭირათ პლაკატები: “შენ ეს დაუშვი? შენამდეც მოვლენ”, “ტყვეობა მორჩეს”, “გუკა პროკურატურის ტყვე”. დღევანდელ აქციაზე იმყოფებოდნენ ბრალდებულის ოაჯხის წევრები, მისი მეგობრები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ როსტომ ზარანდიამ აღნიშნა, რომ აპროტესტებენ პროკურატურის თავნებობას. “უსაფუძლოდ, არანაირი მტკიცებულებების გარეშე, ხუშტურებზე  დაჭერილია 21 წლის ბიჭი, რომელსაც ცხოვრება უკვე დაუნგრიეს. 46 დღე თავისუფლებისა წაართვეს. 4დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან გავაპროტესებთ ყველა ერთად. დაველოდებით სასამართლოს განაჩენს”.46961859_335168050611319_5428116450508275712_n

“გამოუშვან ჩემი უდანაშაულო ძმა ციხიდან. ჩემი ძმა წარმატებული ახალგაზრდაა, მაგრამ თუ მას გამოკეტავთ ოთხ კედელში, მაშინ ის ვერ გააგრძელებს თავის კარიერას, ვერ იქნება ჩვენთან და წვლილს ვერ შეიტანს საქართველოს განვითარებაში”-უთხრა ჟურნალისტებს გუკას დამ, ნინო ბაძაღუამ. მისი განმარტებით, გუკა თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

აქციის მონაწილეებმა სიმბოლურადზუგდიდის სასამართლოს ჭიშკარზე ხელები მიიბეს.IMG_8698

ზუგდიდის პარალელურად გუკას მხარდასაჭერი აქცია გამართეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის სტუდეტებმა.

გუკა ბაძაღუას ედავებიან სსსკ-ის 376-ე მუხლს, რაც გულისხმობს დანაშაულის შეუტყობინებლობას და განისაზღვრება გირაოთი, ან 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!