„გრემის“ 63-ე დაჯილდოების ნომინანტები დაასახელეს


  • “გრემის” 2021 წლის დაჯილდოების ნომინანტების ვინაობა ცნობილია. CNN-ის ინფორმაციით, მომღერლებს შორის ლიდერი ბიონსეა, რომელიც 9 კატეგორიაშია წარმოდგენილი. ტეილორ სვიფტს, დუა ლიპასა და როდი რიჩს 6-6 ნომინაცია აქვთ.

ჯილდოს მოსაპოვებლად ნომინანტები სულ 83 კატეგორიაში დაასახელეს.

“გრემის” რიგით 63-ე მუსიკალური დაჯილდოების ცერემონია 31 იანვარს გაიმართება და მას ტრევორ ნოა წაიყვანს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

19 − 18 =

Akismet ანტისპამი