ბრძოლის ველზეც შეიძლება მოხდეს კურიოზები: „იყო ერთი შემთხვევა, რომ თვალი ჩამიკრა ამომრჩეველმა ქალმა და მეც ჩავუკარი თვალი. მაგრამ ეს იმის გამო კი არა… ქალისა და კაცის სიმპატია მქონდა ქალის მიმართ და ერთმანეთს თვალი ჩავუკარით. ეს შენიშნეს. რას იზამთ, ახალგაზრდა კაცი ვარ“, – უთხრა ჟურნალისტს ჯიხაშკარის 79-ე საარჩევნო უბანზე „სოციალურ-პოლიტიკური განვითარების ცენტრის“ დამკვირვებელმა გოჩა რაფავამ, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „საუნჯის“ დამკვირვებელმა დააფიქსირა მაშინ, როცა უყურებდა კაბინაში შესულ ამომრჩეველს იმ მიზნით, რომ ენახა, თუ რა შემოხაზა მან.
ერთი ქართული ფილმისა არ იყოს, სადაც ფილმის გმირი ამბობს, “პირადი გრძნობების გარეშე ერთი დღეც ნუ მაცოცხლოს ღმერთმა ე, ხალათი დამიჭერს?“-ო ისე, ეტყობა, პირადი გრძნობებისაგან გოჩა რაფავა არჩევნებმა ვერ დაიჭირა…