- გორთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაღუპულთა რაოდენობა ერთით გაიზრდა. ამ დროისთვის შეჯახებას 6 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო დაშავდა 10.
გუშინ, გვიან ღამით, ერთმანეთს ავტობანზე სამარშრუტო მიკროავტობუსი და ტრაილერი შეეჯახა.
ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს