- გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.
ინფორმაციისთვის: საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 9 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა. ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, გალის რაიონის სოფელ საბერიოში, ხანძარს 5 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ფოტო: სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე