- სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ამანათების მიღებას იწყებს.
უწყების ცნობით, პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება 21-22 ნოემბერს 09:00 საათიდან 18:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.
სპეციალური პენიტენციური სამსახური ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებლად წარმართვას უზრუნველყოფს.