- ჩვენი თამამემაულე, გიორგი შენგელია, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს და მოღვაწეობს, თავის ფეისბუქზე აქვეყნებს საყურადღებო განცხადებას:
“ჩემო ზუგდიდელებო, ჩემო თანაქალაქელებო!
სამეგრელო საქართველოს, ამიერკავკასიის და შუა აზიის კარიბჭეა დასავლური სამყაროსკენ. ჩვენი კუთხის განვითარება განაპირობებს ამ რეგიონების დაკავშირებას ევროპასთან საქართველოზე გავლით, ეფექტურ მოდერნიზაციას და რუსული გავლენის სფეროსგან დაღწევას.
რუსეთი ყველანაირი მეთოდებით ცდილობს ამ პერსპექტივის მოსპობას. როგორც ხედავთ, ჩვენი კუთხის განვითარების ნაცვლად ბიძინამ მიაგდო წინა ხელისუფლების მიერ წამოწყებული უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტები ანაკლია-განმუხურის რეგიონში. დღეს კი, წინასაარჩევნოდ, სპეციალური დანიშნულების რაზმი დააბანაკა ზუგდიდში. არჩევნების გაყალბება და ოპოზიციის ჩასახშობად ძალოვანი სტრუქტურების გამოყენება აქვს დაგეგმილი. სამოქალაქო ომისთვის ემზადება ეს ნაძირალა!
დიდი გასაჭირი და დამცირება გამოიარა ჩვენმა კუთხემ 90-ანებში. რუსეთის მიერ დასმულმა შევარდნაძემ სამხედრო ტექნიკით აღჭურვილი და ნარკოტიკებით გაბრუებული მხედრიონი შემოუსია სამეგრელოს. დაუნდობლად ააწიოკა იგი, გაძარცვა და დახოცა ათასობით მოსახლე და აფხაზეთი დაგვაკარგვინა. დღეს კი იგივეს გეგმავს ბორია მახრჩობელა!
დარწმუნებული ვარ, რომ ზუგდიდელები ერთ მუშტად შეიკვრებით, არ მისცემთ არჩევნების კვლავ გატაცების შანსს და მას და მის დასმულ ხელისუფლებას მშვიდობიანი რევოლუციით მოიცილებთ!”