გიორგი შენგელია: ,,საკარანტინო ზონებთან დაკავშირებით, საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს მზაობა”


  • ამ დილით, ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ, მედიასთან სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა. მათ შორის, ყურადღება გაამახვილა მუნიციპალიტეტში არსებული საკარანტინო ზონების მზაობაზე.

” ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში არის 6 ბოქსირებული პალატა, რაც ბუნებრივია არ არის საკმარისი. რუხის საავადმყოფოში ეწყობა ინფექციური ბოქსირებული პალატები, სადაც მოხდება პაციენტების მომსახურეობა. ასევე რუხის გამშვებ პუნქტთან, ჩვენ მოვაწყვეთ სამედიცინო დანიშნულების კარავი, სადაც პირველადი დახმარება გაეწევათ აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოსულ ჩვენს მოქალაქეებს. საკარანტინო ზონებთან დაკავშირებით, სასტუმროებთან, ბუნებრივია, არის მოლაპარაკება. ჩვენ გვაქვს მზაობა, საჭიროების შემთხვევაში, დამატებით გამოვყოთ ადგილები. რამდენიმე ასეულ ადგილზე არის საუბარი. ნებისმიერი გართულების შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ კიდევ გამოვყოთ ეს ადგილები”-განაცხადა მერმა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!