- დღეს, ზუგდიდში, ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის სამკითხველო დარბაზში, გაიმართა ცნობილი მწერლის, პოეტის, პუბლიცისტის და ეროვნული მოძრაობის ღირსეული წარმომადგენლის გიორგი სიჭინავას რომანის “უტუ მიქას” პრეზენტაცია.
პრეზენტაციაზე, მწერლის რომანის შესახებ ისაუბრეს მწერლის მეგობრებმა, წიგნის გამომცემელმა რედაქტორმა, დამსწრე საზოგადოებამ და თავად ავტორმა.
გიორგი სიჭინავამ შეხვედრის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა გულთბილი დახვედრისათვის, ისაუბრა წიგნზე, იმ ისტორიულ ფაქტებზე, რომელიც არსებობს უტუ მიქას შესახებ. არც ის ცნობილი ფრაზა დავიწყებია, რომელიც შეიძლება უტუ მიქას სავიზიტო ბარათად ჩაითვალოს–”კაცის კაცი არ არსებობს”. თავის გამოსვლაში, მწერალმა ისაუბრა მეგრულ ენაზე, მის დაცვაზე, ზოგადად, “კოლხური სულის” დაბრუნება–აღორძინებაზე.
მსურველებს შესაძლებლობა ჰქონდათ, იქვე შეეძინათ რომანი “უტუ მიქა”.