14 წლამდე ჭაბუკთა შორის ააიპ. “სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრი”-ს ჭადრაკის განვითარების განყოფილების მოსწავლემ გიორგი ნაყოფიამ (მწვრთნელი გოჩა თორია) 9 შესაძლებლობიდან 6,5 ქულით პირველი ადგილი დაიკავა და საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
გიორგი მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს 14 წლამდე ჭაბუკთა შორის, რომელიც 19 ოქტომბრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით საბერძნეთის ქალაქ ჰალკიდიკში გაიმართება.