- სამეგრელოს რეგიონში მეორე დღეა ძლიერი ქარია. ზუგდიდში და მუნიციპალიტეტებში არსებულ მდგომარეობაზე განმარტებას აკეთებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია.
“მთელი ღამის განმავლობაში სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში ქარმა პრობლემები შექმნა. ძლიერმა ქარმა წააქცია ხეები, დააზიანა საცხოვრებელი სახლების სახურავები, დააზიანა ელექტრო სადენები. თუმცა მუნიციპალური სამსახურების მხრიდან რეაგირება იყო მყისიერი, წაქცეული ხეებისგან გაიწმინდა გზის სავალი ნაწილები – საგანგებო რეჟიმში მუშაობენ მუნიციპალური სამსახურები. 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ “ენერგო პროს” წარმომადგენლები, მოხდა დამატებითი ჯგუფების ჩამოყვანა დასავლეთ საქართველოდან, თუმცა სამუშაოებს აფერხებს ძლიერი ქარი, რის გამოც თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში სოფლების ნაწილს ელექტრო ენერგია შეზღუდვებით მიეწოდება. ამოქმედებულია ცხელი ხაზები. პარალელურ რეჟიმში მუშაობენ ზარალის დამთვლელი კომისიები”.-განაცხადა გიორგი გუგუჩიამ.
12 საათზე სახელმწიფო რწმუნებული იმ მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდება, სადაც სტიქია მძინვარებს და არსებულ ვითარებასა და საპრევენციო სამუშაოებზე იმსჯელებენ.