- ზუგდიდში, გამართულ ღონისძიებებს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია შეუერთდა. მინისტრმა დაათვალიერა თავისუფლების მოედანზე მოწყობილი სხვადასხვა პავილიონი. ფოტოები გადაიღო ღონისძიების მონაწილეებთან და მოქალაქეებთან.
მოგვიანებით, მინისტრმა, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა: “26 მაისი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დღეა. 26 მაისი არის მიღწევა, რომლისთვისაც თაობები იბრძოდნენ. სიმბოლურია, შსს ზეიმობს ამ დღეს ზუგდიდში. წარმოუდგენელია დამოუკიდებლობა, თავისუფლება ერთიანი ქვეყნის გარეშე. ჩვენ გვინდა ყველამ ერთად, დამოუკიდებლობა ვიზეიმოთ ერთიან ქვეყანაში, გვახსოვდეს, ყოველთვის თავისუფლება არის უდიდესი პასუხისმგებლობა. თითოეულ ჩვენგანს სჭირდება უმძიმესი შრომა იმისთვის, რომ ეს დამოუკიდებლობა და თავისუფლება ვიზეიმოთ ერთიან, წარმატებულ ქვეყანაში.”დღეს, საქართველოში, დამოუკიდებლობის 101-ე წლისთავი აღინიშნება.