- 12–16 ნოემბერს ქალაქ ფოთში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე ჭადრაკში, რომელიც 2100 და 1700-მდე რეიტინგ კატეგორიებში ჩატარდა, 1700-მდე კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი ზუგდიდელმა მოჭადრაკემ, გიგი კაციამ (1480) მოიპოვა.
გიგი კაციამ ჩემპიონატზე 9 შესაძლებლობიდან 7 ქულა დააგროვა და საპრიზო ადგილის პარალელურად, ფიდეს რეიტინგი 139 პუნქტით გაიუმჯობესა.
