გიგა ფარულავა: ეს კანონი საფრთხეს უქმნის!


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და პარტია “საქართველოსთვის” ზუგდიდის ორგანიზაციის წარმომადგენელი გიგა ფარულავა თავის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს განცხადებას, რომელშიც საუბრობს კანონპროექტებზე: “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” და “უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ”.

“დღეს ხელისუფლება მთელი ძალისხმევით უნდა მუშაობდეს ევროპული მომავლისთვის მიღებული რეკომენდაციების შესრულებაზე, სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის გაძლიერებაზე, და ამით განამტკიცებდეს ქართველი ერის ურყევ ნებას საქართველოს ევროპულ ოჯახში დასამკვიდრებლად. ეს არის ერთადერთი გზა, რომ საქართველო არ დარჩეს პირისპირ მარტო მტერთან – ოკუპანტ რუსეთთან.

მიუხედავად ამისა, ყოველგვარი აუცილებლობის გარეშე განიხილავს კანონს, რომელიც საქართველოს უკარგავს ევროპულ პერსპექტივას, აშორებს სტრატეგიულ პარტნიორებს და თავისი არსით ემსახურება რუსულ ინტერესებს.

ეს კანონი საფრთხეს უქმნის:

1. ჯანდაცვის სფეროს განვითარების დაფინანსებას.

2. განათლების სფეროს განვითარების დაფინანსებას.

3. ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის დაფინანსებას.

4. სოფლის მეურნეობის განვითარების დაფინანსებას.

5. კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენისა და განვითარების ხელშეწყობის დაფინანსებას.

6. ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას.

7. სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას.

8. სიტყვის თავისუფლებას.

9. საქართველოს ევროპულ მომავალს.

10. უმთავრესს – სახელმწიფოს დემოკრატიულ განვითარებას.

ეს კანონი არ ემსახურება ,,გამჭვირვალობას’’, ამ კანონის მთავარი მიზანია ხელისუფლებისთვის ბერკეტის შექმნა თავისი შეხედულებისამებრ აკონტროლოს სამოქალაქო სექტორი და არასამთავრობო ორგანიზაციები. საბოლოო ჯამში ამ კანონის მთავარი მიზანია თავისუფალი სიტყვის შეზღუდვა.

ამ კანონის განხილვით ხელისუფლება ებრძვის დასავლეთს და არა ოკუპანტი სახელმწიფოს – რუსეთის გავლენებს. ხელისუფლებამ უარი თქვა ჩვენი პარტიის – პარტია საქართველოსთვის მიერ ინიცირებული ალტერნატიული კანონის პროექტის ,,ოკუპანტი ქვეყნის – რუსეთის ფედერაციის გავლენის შემცირების შესახებ’’ განხილვაზე”.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!