- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათის პირველ საჯარო სკოლას ეწვია გერმანიის ელჩის მოადგილე ქალბატონი ტანია ჰუტი-ამის შესახებ სკოლის დირექტორი მანანა მებონია თავის ფეისბუქგვერდზე წერს.
“12 აპრილს სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათის N1 საჯარო სკოლას ეწვია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენელი, ელჩის მოადგილე ქალბატონი ტანია ჰუტი. მას სამუშაო შეხვედრები ჰქონდა სკოლის დირექტორთან, გერმანული ენის მასწავლებლებთან და საშუალო საფეხურის მოსწავლეებთან.ქალბატონი ტანია ჰუტი პოლიტიკის, კულტურისა და სამართლებრივ განყოფილებას ხელმძღვანელობს საელჩოში. ის აღფრთოვანებას გამოხატავდა ჩვენს სკოლაში „პაშის“ პროექტის მიღწევების, პროექტის ხელმძღვანელის ნონა დარასელიას მაღალი პროფესიონალიზმის და სკოლაში არსებული საწავლო გარემოს გამო. ქალბატონმა ტანია ჰუტმა სკოლის დირექციას, მასწავლებლებს და მოსწავლეებს გააცნო მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები…წარმატებები ჩვენი სკოლის მოსწავლეებს, კურსდამთავრებულებს და მასწავლებლებს”.-წერს მანანა მებონია.