დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის ზუგდიდის ოფისი აგრძელებს მერობის კანდიდატების შეხვედრების ციკლს ახალგაზრდებთან. დღეს, მმართველი პარტიის, “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მერობის კანდიდატი გიორგი (გეგა) შენგელია შეხვდა ზუგდიდელ ახალგაზრდებს.