გარემოვაჭრეების აქციამ, მოგვიანებით, ქალაქის მერიასთან გადაინაცვლა. მოვაჭრეები ითხოვდნენ ქალაქის მერთთან და ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელთან ნუკრი ესართიასთან შეხვედრას. ადგილზე მობილიზირებული იყო პოლიცია. აქციაზე მყოფ მოვაჭრეებს პირველად ქალაქის ვიცე მერი გია გულორდავა შეხვდა, რომელმაც განმარტა, რომ მოვაჭრეებს ქალაქის მერია ალტერნატიულ ფართს სთავაზობს. ბაზრის სიახლოვეს აშენდა ახალი სავაჭრო ცენტრი და მოვაჭრეებს გადასახადისგან სამი თვით გაათავისუფლებს. აქციაზე იმყოფებოდა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ანა წითლიძე. ოპოზიციონერმა დეპუტატმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, თუ ქალაქის მერი არ შეხვდებოდა გარემოვაჭრეებს, აქცია „ქართული ოცნების“ შტაბში გაგრძელდებოდა. ადგილზე ყოფნის დროს, რამდენიმე ქალბატონი ცუდად გახდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში. მოგვიანებით, მოვაჭრეებს შეხვდა გუბერნატორი ლევან შონია. სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა გუბერნატორსა და წითლიძეს შორის. წითლიძემ შონიას ბრალი დასდო უყურადღებობაში, საპასუხოდ გუბერნატორმა, წითლიძეს „პროვოკატორი“ უწოდა. გუბერნატორმა გარემოვაჭრეებს უთხრა, რომ მასთან ერთად, პრობლემის გადასაჭრელად ექვსი ქალბატონი ასულიყო გუბერნიაში. შეთავაზებულ გადაწყვეტილებას გარემოვაჭრეებში აზრთა სხვადასხვა მოჰყვა. ნაწილი დაეთანხმა, ნაწილმა უარი განცხადა, თუმცა, საბოლოოდ, მოვაჭრეებმა განაცხადეს, რომ მათთან ერთად მოსალაპარაკებლად დეპუტატი ანა წითლიძეც უნდა ყოფილიყო. თავდაპირველად, გუბერნატორმა ამაზე უარი განაცხადა, მაგრამ პროტესტის ნიშნად კი მოვაჭრეებმა მერიის შენობაში შეჭრა სცადეს. საბოლოოდ, ლევან შონია მოვაჭრეების წინადადებას დათანხმდა. შეხვედრამ რამდენიმე ხანს გასტანა.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=42rXHZg9xBc[/embedyt]
მოგვიანებით, მოლაპარაკების შედეგად მიღებული გადაწყვეტილება ქალაქის ვიცე მერმა ჟურნალისტებს გააცნო და აღნიშნა, რომ მოვაჭრეები მუშაობას გააგრძელებენ 27 აგვისტოს ჩათვლით. ხოლო 28 აგვისტოდან ხუთი დღის განმავლობაში, დაიწყება წყლის გაყვანილობის სამუშაოები. სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოვაჭრეებს კვლავ შეეძლებათ მუშაობის გაგრძელება. [embedyt] http://www.youtube.com/watch?v=2zAovJ8MTGo[/embedyt]
წუხელ, გვიან ღამით, ზუგდიდის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიიდან, ქალაქის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა, აიღო გარემოვაჭრეების დახლები და ქოლგები. წინასწარი ინფორმაციით, ამ ტერტორიაზე უნდა დაიწყოს გათხრითი სამუშაოები წყალმომარაგებასთან დაკავშირებით.