- საქართველოს სახალხო არტისტი გოგი ქავთარაძე 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მსახიობი საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი იყო. მიღებული აქვს საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატის წოდება. გოგი ქავთარაძე კოტე მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი და ღირსების ორდენის კავალერი იყო.
1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი. 2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი.