- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, საჯარო სკოლების დირექტორთა შესარჩევი კონკურსის ფარგლებში, დირექტორობის მსურველთა მიერ თანხმობის განაცხადის შევსებისა და სავალდებულო დოკუმენტების წარდგენის ვადა 30 ივნისის, 00:00 საათამდე გახანგრძლივდა.
“შეგახსენებთ, რომ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ დირექტორის სერტიფიკატის მქონე პირებს.
კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, დირექტორობის უფლების დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე პირებმა, უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა ვებგვერდზე: directors.mes.gov.ge
იხილეთ ვრცლად: https://mes.gov.ge/content.php?id=13490&lang=geo”-აღნიშნულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.