გამოცდების საპრეტენზიო განაცხადების მიღება 4 აგვისტოს დაიწყება


  • 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საპრეტენზიო განაცხადების მიღება 4 აგვისტოს 10:00 საათიდან დაიწყება და გაგრძელდება 6 აგვისტოს 18:00 საათამდე.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მოაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს განაცხადებით მომართონ. სააპელაციო განაცხადები მიიღება მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდზე: online.naec.ge

“აბიტურიენტს შეუძლია გაასაჩივროს როგორც ერთი, ასევე რამდენიმე დავალება.

აპელაციის საფასურს გამოსაცდელი იხდის სააპელაციო განაცხადის შევსებამდე. ერთი გამოცდის შედეგის გასაჩივრების საფასურია 50 ლარი (ქულის მომატების ან დაკლების შემთხვევაში თანხა უკან დაბრუნდება განცხადების საფუძველზე).

დეტალური ინსტრუქცია 4 აგვისტოს გამოქვეყნდება.

ცენტრი კიდევ ერთხელ შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანა გამოსაცდელებს აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის 18:00 საათამდე შეეძლება.- აღნიშნულია ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 29 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!