გამოცდები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს ზუგდიდის საგამოცდო ცენტრში


მეოთხე დღეა, ქვეყნის მასშტაბით ეროვნული გამოცდები მიმდინარეობს მათ შორის, ზუგდიდის საგამოცდო ცენტრში.აბიტურიენტებს, რომლებსაც „zugdidelebi- ge“შეხვდა დღეს, გამოცდებს უნარებში აბარებენ. საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტები ჟურნალისტებთან ამბობენ, რომ ყველაფერი ნორმალურად, მშვიდ ვითარებში  მიმდინარეობს, ტესტები საშუალო დონისაა და არანაირი ტექნიკური ხარვეზი  არ ქონიათ.

აბიტურიენტი ამირან ქირია ამბობს, რომ ” საშუალო სირთულის ტესტები იყო, არანაირი ხარვეზი არყოფილა, წელს ახალია ელექტრონული ვერსია, ამიტომაც ვერბალურს დაემატა ხუთი წუთი და მათემატიკურს ხუთი წუთი.”[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=LIHZzsCHyI8[/embedyt]

აბიტურიენტმა მარიამ აქუბარდიამ აღნიშნა, რომ “დაძლევადი” ტესტები იყო.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=xE7ii_unXzM[/embedyt]

საგამოცდო ცენტრის  ადმინისტრატორის  ნანა ქირიას თქმით, არანაირ დარღვევებს ადგილი არ ქონია,  ცენტრი ტექნიკურად გამართულია, ზოგად უნარებში  სიით 423 აბიტურიენტი უნდა გამოცხადებულიყო , მაგრამ  გამოცხადა 417. ოკუპირებული ტერიტორიებიდანაც გადმოვიდნენ, მაგრამ  ჩვენ აღრიცხვას არ ვაწარმოებთ. [embedyt] http://www.youtube.com/watch?v=_DG36zQ1RJw[/embedyt]


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!