ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გათავისუფლებული თანამშრომლის კახა კვარაცხელიას წინა სასამართლო სხდომა გადაიდო. მოსამართლე ლაურა მიქავამ მოსარჩელის ადვოკატს მირზა მუმლაძეს, ერთ-ერთი დოკუმენტის ფორმა დაუწუნა.
მირზა მუმლაძემ ეს გადაწყვეტილება ადგილზევე გააპროტესტა, მისი განმარტებით, მოსამართლემ დღევანდელი მიღებული გადაწყვეტილებით უარი უთხრა სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების პრინციპს.
“ჩვენ გვქონდა წარმოდგენილი მინდობილობა ორიგინალის სახით, რომელიც ადასტურებდა იმ გარემოებას, რომ გახდით, დამცველი, ბატონი კვარაცხელიასი. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მისთვის მნიშვნელოვანი იყო გადადებულიყო დღევანდელი პროცესი.”-განაცხადა ჟურნალისტებთან მუმლაძემ. [embedyt] http://www.youtube.com/watch?v=1C7KA8X7Zx0[/embedyt]
სხდომაზე იმყოფებოდა პარტია “თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=YZczxkArMTk[/embedyt]
მომავალი სხდომა გაიმართება ზეგ, 15 მარტს, 10 საათზე. ამ წუთებში კი, კვარაცხელიას მომხრეები გუბერნიის შენობისკენ გაემართნენ აქციის გასამართად.