გალერეაში ანდრო გერგედავას პირველი პერსონალური გამოფენა გაიმართა


  • დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის “ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის “მიხეილ ( მაცი) ხორავას სახელობის სამხატვრო გალერეაში გაიმართა ზუგდიდელი, ახალგაზრდა, თვითნასწავლი მხატვრის ანდრო გერგედავს პირველი პერსონალური გამოფენა.

ახალგაზრდა მხატვარი ემიგრანტია. ცხოვრობს ესპანეთში, ქალაქ ბილბაოში. “ხუთი წელია ემიგრაციაში ვიმყოფები. თავიდან ხატვა ჩემი ჰობი იყო, მაგრამ დღეს, ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი მას უკავია. ვხატავ ნახშირით. მიხარია დღეს, აქ რომ ვიმყოფები და სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ ჩემი ნამუშევრები დაათვალიერონ”.

პროექტის ავტორი გახლავთ რომეო ბულია, რომელმაც ანდრო, როგორც ნიჭიერი მხატვარი , ესპანეთში, ანსამბლ “ზეკარის”ღონისძიებაზე აღმოაჩინა.

გამოფენა ხვალ დაიხურება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!