დღეს, ზუგდიდში, არტ-გალერეაში,” წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა”, უგზო-უკვლოდ გაუჩინარებულ პირთა და მათი ოჯახებისადმი მიძღვნილი ფოტო-გამოფენა გახსნა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო, ფოტოები, რომლებიც ასახავდა უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ოჯახების გამოწვევებს,
საქმიანობას, რომელსაც წჯსკ ახორციელებს მათი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, გაუჩინარებული ადამიანების ნეშტების მოძიების, იდენტიფიკაციისა და ღირსებით დაკრძალვისათვის. დღევანდელ შეხვედრაზე,” წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი”ს ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა შორენა გამსახურდიამ აღნიშნა, რომ საქართველოში 90-იანი წლებისა და 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად 2400-ზე მეტი პირი არის გაუჩინარებული. “სწორედ ეს გამოფენა, დღეს წარმოადგენს “წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის” ფოტო არქივის მასალას, სადაც ორგანიზაციის საქმიანობის ყველა დეტალი არის წარმოდენილი. ჩვენ შევეცადეთ აგვესახა ყველა ის ეტაპი, რომელიც მოიცავს უგზო-უკვალოდ დაკარგულთა პირის მოძიებას.”
“წითელი ჯვრის საერთაშორიო კომიტეტის” ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა სტუმრებს სთხოვა, ვისაც აქვს ინფორმაცია უგზო უკვლოდ დაკარგული პირის, ან მისი საფლავის შესახებ მიაწოდონ ინფორმაცია.