სამეგრელოში ახალი სახანძრო-სამაშველო შენობა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა ზვიად ქაწაშვილმა გახსნეს.საგანგებო სიტუაციების სახანძრო-სამაშველო სამსახურის შენობა გარემონტდა და აღიჭურვა ახალი ინვენტარითა და ტექნიკით, მაშველებს ახალი ყოველდღიური ფორმები გადაეცათ, ასევე განხორციელდა შენობის ეზოს კეთილმოწყობა. ახალ სამმართველოში 83 თანამშრომელი მუშაობს. ზუგდიდის სახანძრო-სამაშველო განყოფილებას 3 სახანძრო და 2 სამაშველო მანქანა მოემსახურება.
გახსნის ცერემონიალის დასრულების შემდეგ, გაიმართა სიმულაციური ჩვენება, რომლის დროსაც მეხანძრე-მაშველების მიერ ნაჩვენები იყო საკაცით დაზარალებულის დაშვება გრძელ თოკზე, ხანძრის ქრობა, საევაკუაციო ბალიშზე სიმაღლიდან ხტომა.