გაიხსნა მურად ღვინჯილიას გასტრო ცენტრი ზუგდიდში


  • დღეს, ზუგდიდში, გამსახურდიას #132-ში, გაიხსნა გასტრო ცენტრი. ცენტრის ხელმძღვანელმა, გასტროქირურგმა მურად ღვინჯილიამ “ზუგდიდელებს” უთხრა, რომ დღეიდან პაციენტებს რეგიონის მასშტაბით, შესაძლებლობა ექნებათ ჩაიტარონ ენდოსკოპიური (გასტრო და კოლონოსკოპია), ულტრაბგერითი (მუცლის ღრუ, გინეკოლოგია) და დოპლეროგრაფიული კვლევები.

“აღსანიშნავია, რომ გასტრო ცენტრის სივრცეში ენდოსკოპიურ, ულტრაბგერით და დოპლეროგრაფიულ კვლევებთან ერთად, შესაძლებელი იქნება პაციენტებს ჩაუტარდეთ ყველა ტიპის ლაბორატორიული კვლევა. გასტრო ცენტრში პაციენტებს მოემსახურებათ სხვადასხვა პროფილის როგორც ადგილობრივი, ასევე მოწვეული სპეციალისტები. თუ პირველი სამუშაო დღის შედეგებით ვისაუბრებთ, ცენტრს საკმაოდ დატვირთულ რეჟიმში და წარმატებით მოუწევს მუშაობა,”-გვითხრა მურად ღვინჯილიამ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!